ბათუმის მერის მოადგილემ, სოფო ხალვაშმა კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ “2020NEWS”-თან საუბრისას თავად ხალვაშმა განაცხადა.
როგორც ცნობილი მომღერალი აცხადებს, მან და მისმა უფროსმა ქალიშვილმა ვირუსი უკვე დაამარცხეს.
“უფროსი ქალიშვილი და მე უკვე გამოვჯანმრთელდით. ის კრიტიკული დღეები გავიდა, თუმცა, სიცხეები მაინც გვაქვს. პატარა ქალიშვილს მეერვე დღე აქვს, მაგრამ ჯერჯერობით, იოლად გადააქვს. იმედია, ასე იქნება ბოლომდე”, – განაცხადა ხალვაშმა სააგენტოსთან საუბრისას.
ცნობისთვის, ბათუმის მერის მოადგილეს, მომღერალ სოფო ხალვაშსა და მის ოჯახს კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ დაუდასტურდათ. ისინი სახლის პირობებში მკურნალობდნენ.