სროლა სოფელ დიღმის სასაფლაოზე – 2 მანქანის მგზავრებმა ერთმანეთს დაუშინეს, დაიჭრა 2 ადამიანი

სროლა სოფელ დიღმის სასაფლაოზე - 2 მანქანის მგზავრებმა ერთმანეთს დაუშინეს, დაიჭრა 2 ადამიანისოფელ დიღომში საღამოს 5 საათზე კერძო სასაფლაოს ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირება მოხდა.

“მთავარის” ცნობით, მაღალი სიჩქარით მოძრავი 2 მანქანა შევიდა სასაფლაოს ტერიტორიაზე. ატყდა ორმხრივი სროლა, რომლის დროსაც 2 ადამიანი დაიჭრა

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარის მიზეზი უცნობია.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 19-108 -ე მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

სროლა სოფელ დიღმის სასაფლაოზე - 2 მანქანის მგზავრებმა ერთმანეთს დაუშინეს, დაიჭრა 2 ადამიანი