თურქეთში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდათურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 09:37 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ელაზიღის პროვინცია იყო. ასევე მიწისძვრა იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის მსხვერპლის და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.