“ტიკარაძე ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე, განათლების მინისტრი დასაჭერია” – ვატო სურგულაძე

"ტიკარაძე ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე, განათლების მინისტრი დასაჭერია" - ვატო სურგულაძესამედიცინო ექსპერტი, პარტია „ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ უნდა გადადგეს ეს მთავრობა და დაინიშნოს ტექნიკური მთავრობა.

– ეს რას შეცვლის?

– ბევრი რაღაცა შეიცვლება, ტექნიკურ მთავრობაში ტიკარაძეები კი არ იქნებიან მმართველები, იქნება ხალხი, ვისაც შეუძლია მართვა. გამოცდილება აქვს, ცოდნა და პასუხისმგებლობა.

– დღეს ისრები მთლიანად მიმართულია ტიკარაძისკენ. ტიკარაძეა მთავარი პრობლემა, ის იღებს გადაწყვეტილებებს?

– ტიკარაძე ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე. მას არაფერს ეკითხებიან. ტიკარაძის მოხსნით არაფერი შეიცვლება. სასწრაფოს ხელმძღვანელი რომ მოხსნა ტიკარაძემ, თალაკვაძე, არც იქ არაფერი არ გამოსწორდება. მოვა ახალი თალაკვაძე! სისტემური მიდგომა, პოლიტიკური ნებაა საჭირო.

პასუხს აგებს ძალიან ბევრი! დაწყებული ჯანდაცვის მინისტრით და დამთავრებული განათლების მინისტრით, რომელიც დასაჭერია!

– რატომ?

– იმიტომ, რომ რაც მაგან გააკეთა, უნივერსიტეტები რომ გახსნა 19 ოქტომბერს, ეს იყო დანაშაული! 19 ოქტომბერს, როცა რაოდენობა იწევდა და იწევდა ზევით. და რატომ გახსნა იცით?! იმიტომ, რომ 24 ოქტომბერს უნდა გაეხსნათ ქუთაისში ის ნახევარფაბრიკატი უნივერსიტეტი, ტექნოლოგიური. აი, ამაზე პასუხი უნდა მოეთხოვოს ჩხენკელს! ახლა დაკეტეს უნივერსიტეტები, მაგრამ ამბობენ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტებმა პრაქტიკაზე უნდა იარონო! როგორ იარონ?! საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაუჩერეთ! დიდ დიღომში რომ ვცხოვრობ და ისანში მაქვს ლექცია, როგორ წავიდე? ყველაზე იაფი, იანდექსიც კი 15 ლარი გახდა!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა