„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლა, სხვა საკითხებთან ერთად, მის, როგორც პარტიის თავმჯდომარის, ჩრდილში მოქცევას უკავშირდება. წავიდა ერთი ლიდერი და მოდის მეორე, მაგრამ ვინ? „2020NEWS“-თან პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ორ სავარაუდო კანდიდატს, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას ასახელებს.
მისივე თქმით, საყურადღებოა ის საკითხიც, რასაც გრიგოლ ვაშაძე ხაზს უსვამს – სამომავლოდ ისწავლის თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ შეცდომებზე.
გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლის ნიშნები იყო. ახალ განცხადებაში იგივე მოტივაციაა მოხსენებული, რაც ადრე განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლას საჭიროდ თვლიდა.
აქედან გამომდინარე, მისი ნაბიჯი არ არის გასაკვირი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის მნიშვნელოვანი მოვლენა ის და ძალიან საყურადღებოც, რასაც გრიგოლ ვაშაძე ხაზს უსვამს, რომ სამომავლოდ ისწავლის თუ არა ეს საკუთარ შეცდომებზე და რა სტრატეგიას შეიმუშავებს.
ის, რომ არ ჩანს სტრატეგია „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებაში, ამის გამოვლინება არის დიპლომატებზე შეტევა. გრიგოლ ვაშაძემაც პარტიიდან წასვლა სტრატეგიის უქონლობასა და დიპლომატებზე შეტევას დაუკავშირა“, – განაცხადა საყვარელიძემ.
მისივე თქმით,„ნაციონალურ მოძრაობაში“ გრიგოლ ვაშაძის ადგილი შესაძლოა, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ანდაც „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დაიკავონ.
„მიჭირს ზუსტად თქმა, თუ ვინ დაიკავებს ლიდერის პოზიციას, მაგრამ სავარაუდოა, რომ ნიკა მელიამ, ან „მთავარის“ ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ დაიკავონ პოლიტიკური პოსტი.
გვარამიას ვარიანტი უფრო სათუოდ მეჩვენება, ის იმ ფრონტზე იბრძვის, რომელზედაც იბრძვის და იქიდან მართავს „ნაციონალურ მოძრაობას“,- განაცხადა საყვარელიძემ.
2020 ნიუსი

