აშშ-ის ქალაქ ინდიანაპოლისში გუშინ დილით მომხდარ სროლას 5 ადამიანის, მათ შორის ორსულის სიცოცხლე შეეწირა.
დაღუპულები ქალაქის ჩრდილოეთში მდებარე სახლში იპოვეს.
ტელეკომპანიის ცნობით, ინციდენტის შედეგად ერთი არასრულწლოვანი მძიმედ არის დაჭრილი.
ქალაქის მერმა მომხდარი „მასობრივ მკვლელობად“ შეაფასა, ინდიანაპოლისის პოლიციის უფროსმა კი მას ბოლო ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქალაქში მომხდარი ყველაზე მასშტაბური მასობრივი სროლა უწოდა.
სამართალდამცავების ცნობით, ჯერჯერობით ეჭვმიტანილის, ან ეჭვმიტანილების, ვინაობა ცნობილი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, სროლა ერთზე მეტ ადამიანს უნდა განეხორციელებინა. ინციდენტის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

