აშშ-ის კონგრესში ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ – ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა

აშშ-ის კონგრესში ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ - ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდაკაპიტოლიუმში მიმდინარე მოვლენების გამო აშშ-ის დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა – მერის გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი 1 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

აშშ-ის კონგრესში, სადაც დღეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ,

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და კანონმდებლები ევაკუირებულები არიან.

კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ ქალი დაჭრეს, მას ჭრილობა მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია.

რამდენიმე სამართალდამცველმა სხეულის დაზიანება მიიღო, რამდენიმე მათგანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ ამტვრევენ კაპიტოლიუმში შეჭრილი მანიფესტანტები ფანჯრის შუშებს და ფანჯრებიდან გადადიან ოთახებში.

რუსთავი 2