ავარია გლდანში – 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა

ავარია გლდანში - 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდაავტოსაგზაო შემთხვევა გლდანში – თვითმხილველების ინფორმაციით, ქერჩის ქუჩაზე მომხდარი შეჯახების დროს, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.

შემთხვევა 8 იანვარს დღის მეორე ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.

როგორც “მთავარს” შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.