გერმანიასთან ფრენები თითქმის ნულამდე შემცირდება – ჰორსტ ზიჰოფერი

გერმანიასთან ფრენები თითქმის ნულამდე შემცირდება - ჰორსტ ზიჰოფერიგერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰორსტ ზიჰოფერის განცხადებით, კორონავირუსის ახალი სახეობებისგან გამოწვეული საფრთხის გამო, გერმანია იძულებულია, მკაცრი ზომების დაწესების საკითხი განიხილოს.

„ვირუსის მრავალი მუტაციით გამოწვეული საშიშროება გვაიძულებს, მკაცრი ზომები განვიხილოთ. ეს მოიცავს მნიშვნელოვნად გამკაცრებულ სასაზღვრო კონტროლს, ეს განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებთან საზღვრებს ეხებათ, ასევე გერმანიასთან საჰაერო მიმოსვლის თითქმის ნულამდე შემცირებას, როგორც ამას ისრაელი აკეთებს,“ – განაცხადა ჰორსტ ზიჰოფერმა გამოცემა ბილდთან საუბარში.

გერმანიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 2.163.113  შემთხვევა დადასტურდა, აქედან ვირუსს 54.390 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იპნ