გომელაური – “გახარიასთან დაპირისპირება არ მაქვს”

გომელაური - "გახარიასთან დაპირისპირება არ მაქვს"მედიაში გავრცელდა ინფორმაცია პრემიერ გახარიასა და შს მინისტრ გომელაურს შორის არსებულ დაპირისპირებააზე.

ამასთან დაკავშირებით გომელაურმა დღეს კომენტარი გააკეთა.

“მე და გახარია უახლოესი მეგობრები ვართ, ძალიან ბევრი ჭორი იყო და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის,” – ეს განცხადება  ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„მე და გახარია ვართ უახლოესი ადამიანები, მეგობრები, არანაირი დაპირისპირება არ არის. წლებია ოჯახებით ვმეგობრობთ. ჩემი კადრები და იმის კადრები – ასეთი რაღაც არ არსებობს, 8 წელი აქ ვარ, გარედან მოსული კადრი არავინაა. ყველა არის ძველი კადრი, რომელიც ჩემს დროს მუშაობდა“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მინისტრის მოადგილეები იცვლებიან.

როგორც გომელაური განმარტავს, სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი, როგორც წესი, 3 წელში ერთხელ იცვლება.

„გამუქებულია ეს თემა, რომ ცვლილებები იგეგმება. არანაირი ცვლილება დაგეგმილი არ არის. სამხარეოს ხელმძღვანელებიდან ორი გადაადგილდა სხვადასხვა რაიონში. ორი საფეხურით აიწია ან დაიწია.

არანაირი მოადგილეების თემა არ იცვლება. ყველა ადგილზე იქნება. ხელმძღვანელზე არის წესი, რომ სამ წელიწადში უნდა შეიცვალოს, თუ გამონაკლისი და სპეციფიური რაიონი არაა, რომ 4 ან 5 წელი დავტოვოთ“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

იმედინიუსი