იაგი ხვიჩია – “თაკო ჩარკვიანს ჩემ წინააღმდეგ იყენებენ”

იაგი ხვიჩია - "თაკო ჩარკვიანს ჩემ წინააღმდეგ იყენებენ"“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში თაკი ჩარკვიანის მიერ მასზე გამოთქმულ შეხედულებაზე საუბრობს.

– თაკო ჩარკვიანმა ჩვენთან ინტერვიუში თქვენზე ისაუბრა და 40.000-მდე ადამიანი ჯარიდან როცა გაათავისუფლეთ, ამას ის აფასებს არასახელმწიფოებრივ ქმედებად და კითხვები აქვს რუსეთთან კავშირზეც. რამდენად სწორია ჯარიდან გათავისუფლება, როცა ქვეყანა ოკუპირებულია?

– ჩემი აზრით, სამწუხაროდ, თაკო ჩარკვიანი სხვა პოლიტიკოსების მიერ არის გამოყენებული ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად, ოღონდ ისე, რომ ეს პოლიტიკოსები თვითონ არ გამოჩნდნენ და ნებისმიერი ტიპის უაზრობა ილაპარაკონ თაკო ჩარკვიანის პირით.

მე ქალბატონ თაკოს და მის ოჯახს პატივს ვცემ და არ მინდა, რომ სერიოზული კომენტარები ვაკეთო ქალბატონი თაკოს ასეთი ტიპის არასასიამოვნო საუბრებზე, რაც მანაც იცის და მისმა პარტიამაც და ლიდერებმაც, რომ ამას საღ აზრთან არაფერი აქვს და თქვენ ახლა გინდათ, რომ ამაზე სერიოზული კომენტარები მაკეთებინოთ?!

– ის არის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი.

– მესმის, ბევრნაირი ლიდერები არსებობენ, მაგრამ არ ვაპირებ კომენტარების კეთებას ამ თემაზე.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა