იაგო ხვიჩია – “ნაცმოძრაობამ ნიკა მაჭუტაძე გააქრო”

იაგო ხვიჩია - "ნაცმოძრაობამ ნიკა მაჭუტაძე გააქრო"ნიკა მაჭუტაძე, რომელიც 11 წლიდან მიტინგზე დგას, როგორც კი პარლამენტის წევრი გახდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააქრო, არ ალაპარაკებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ერთ-ერთი თხოვნა მქონდა, რომ არ ჩაეხსნათ ადამიანებისთვის სადეპუტატო მანდატები, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი არის იძულების მსხვერპლი რაღაცნაირად. მე არ წამომიდგენია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 36 ადამიანს, ასე უცბად, ულაპარაკოდ, პარლამენტის წევრებს – აი, მაგალითად, ნიკა მაჭუტაძე – 11 წლიდან მიტინგზე დგას კაცი, სულ ლაპარაკობს, როგორც კი გახდა პარლამენტის წევრი, გააქრო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არ ალაპარაკებენ.

36 კაცი იქ ერთი კაცია, ყველა – მიშაა, ყველაში მიშა სუფევს, ესენი არ არიან დამოუკიდებელი ხალხი. შესაბამისად, მასეთი ადამიანების იქ ყოფნას რა პარლამენტს იქ გაამრავალფეროვნებს – ეს არის „ქართული ოცნების“ პოზიცია და ამას სჭირდება პასუხი, რომ 35 კაცი მართლა ერთი კაცის ჭკუაზე დადის თუ ეს აზრია?! პარლამენტის 36 წევრი ცხვარივით მიყვებოდეს რაღაცას და არც კი ესმოდეს შინაარსი საით მიჰყავს ქვეყანა – ეს ხომ აბსურდია?! ან ასეთ წევრებს რა შინაარსი აქვს ან ასეთი დეპუტატი რათ გვინდა, ანუ ეს ხომ ანგრევს „ნაციონალურ მოძრაობას“, 36 კაცი შეიყვანა პარტიამ, რომელიც 36 კი არა, ერთია, რასაც ის ერთი იტყვის, ყველა იმას ასრულებს ისე, რომ ლაპარაკის უფლებაც არ აქვთ.

მე მათი პარლამენტში შეყვანა მინდა, დაშლა კი არა, გაძლიერება მინდა – მიხეილ სააკაშვილს უნდა დაშლა, მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ ესენი მათხოვრები გახდნენ ქუჩაში, არაფერი არ ჰქონდეთ დასაკარგი, არანაირი პარლამენტის ტრიბუნა არ ჰქონდეთ, ფიზიკურად რაც მოგეცით იმისთვის მოგეცით, რომ მე მემსახუროთ – ეს არის დამოკიდებულება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პირველი არხი