ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ივანიშვილის აზრით, ქართული ოპოზიცია დღეს ვერ არის იმდენად ძლიერი, რომ მის მიერ დატოვებულ ბიჭებს რამე დააკლოს. ამის გამოც გავიდა ივანიშვილი გვერდზე.
– ის ფაქტი რაზე მეტყველებს, რომ ივანიშვილმა მემკვიდრედ დატოვა კობახიძე და არა, ვთქვათ, კალაძე ან გახარია?
– კობახიძეზე არ ვაპირებ საუბარს, რადგანაც ის არასერიოზული ფიგურაა. “ოცნებას” უდგას ერთი ამოცანა, რომ არ მოხდეს მისი ამომრჩევლის ჩამოშლა ივანიშვილის წასვლის კვალდაკვალ, ანუ არ გაქრეს “ოცნების” მხარდაჭერის სურვილი რეალურ მხარდამჭერებში, ხოლო მეორე ნაწილში – შიში, მათ შორის, საჯარო მოხელეებსა თუ სოციალურად დაუცველებში, რის გამოც ისინი იძულებულნი იყვნენ ხმა მიეცათ “ოცნებისთვის”, რათა არ დაეკარგათ სამსახური თუ სოციალური დახმარება.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა