ივანიშვილს “ოცნების” თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე შეცვლის

ივანიშვილს "ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე შეცვლის“ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია – ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველს ვრცელი პოლიტიკური ეპისტოლეთი გამოემშვიდობა და თქვა რომ “მისია შესრულებულია” – ამბობს, რომ ყველაფერი რიგზეა და ახლა 2011 წლამდელ ცხოვრებას უბრუნდება.

განცხადების გაკეთებამდე კი ოლიგარქმა მთელი მისი ქონება “ქართუზე” გაასხვისა და საცხოვრებელი სახლიც კი არ დაიტოვა. ივანიშვილის სახელზე, მხოლოდ სოლოლაკის შუშის სასახლის თაბზე არსებული ასაფრენი ბილიკი ირიცხება.

სავარაუდოდ უახლოეს საათებში გაირკვევა, ვისზე დებს ფსონს ივანიშვილი. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, ივანიშვილს ქართულ ოცნებაში პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შეცვლის.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილი მოსალოდნელმა სანქციებმა და ქვეყანაში მოსალოდნელმა ღრმა კრიზისმა შეაშინა.
ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ოლიგარქის სურვილებისა და იდეების გამხმოვანებელს, ირაკლი კობახიძის დანიშვნით არაფერი იცვლება და ივანიშვილი ახლა უკვე მისი ხელით, კულუარებიდან მართავს მმართველ პარტიას.

ნიუპოსტი