ჯო ბაიდენი – “ზაფხულის ბოლომდე აშშ-ში 300 მილიონი მოქალაქე აიცრება”

ჯო ბაიდენი - "ზაფხულის ბოლომდე აშშ-ში 300 მილიონი მოქალაქე აიცრება"ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი და პროგრამები დღითიდღე უმჯობესდება, რის ფონზეც შესაძლებელი იქნება, რომ ზაფხულის ბოლომდე აშშ-ს 300 მილიონამდე მოქალაქე იქნეს აცრილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით.

იგი აღნიშნავს, რომ პფაიზერისა და მოდერნასგან იგეგმება დამატებით 200 მილიონი დოზა ვაქცინის შეძენა.

„ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რათა 300 მილიონამდე ამერიკელი ზაფხულის დასასრულისთვის შემოდგომის დასაწყისამდე სრულად იქნეს აცრილი“ – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ოფიციალურად 14 დეკემბერს დაიწყო, ამ დროისთვის სამედიცინო პუნქტებში სულ 41 მილიონზე მეტი დოზაა მიტანილი, რომელთაგან 23 მილიონით უკვე აიცრნენ მოქალაქეები.

პფაიზერის ვაქცინასთან დაკავშირებით დამაიმედებელი პირველადი შედეგები უკვე გამოვლინდა ისრაელში. ჯანდაცვის ორგანიზაცია მაკაბის ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 128.600 ადამიანზე, მხოლოდ იმათზე, რომელთაც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა მიიღეს.

დადასტურდა, რომ აღნიშული რაოდენობიდან მხოლოდ 20 ადამიანს განუვითარდა ისევ კორონავირუსი. მათ  ძალზე მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდათ.

ნიუპოსტი