კახეთის გზატკეცილზე მანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა – 3 ადამიანი დაშავდა

კახეთის გზატკეცილზე მანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა - 3 ადამიანი დაშავდაავარია მოხდა თბილისში, კახეთის გზატეკცილზე ბენზინგასამართ სადგურ “ვისოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო-სამარშრუტო მანქანა შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მათგან 1 არასრულწლოვანია. სამივე დაშავებული ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მხულით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.