“კივილი გავიგონეთ… ახალგაზრდა კაცი მიწაზე იწვა” – ვინ არის ბათუმში დაღუპული მუშა

"კივილი გავიგონეთ... ახალგაზრდა კაცი მიწაზე იწვა" - ვინ არის ბათუმში დაღუპული მუშაგუშინ ბათუმში ანგისის 73 ნომერში მდებარე კომპანია „სუპერ გრუპის“ კუთვნილ მშენებლობაზე დასაქმებული მუშა მე-11 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

გარდაცვლილი, ბათუმში, მალაზონიას 33 ნომერში მცხოვრები 34 წლის მამუკა ბერიძეა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მამუკა ბერიძე იმ დროს გადმოვარდა მშენებლობიდან, როდესაც მე-11 სართულზე რკინა-ბეტონის შეკვრით სამუშაოებს ასრულებდა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული აქვთ და თანამშრომლებმა შესაბამისი ტრენინგები არაერთხელ გაიარეს.

„ხმაური გავიგონეთ. ჯერ ვერ მივხვდით რა იყო. შემდეგ კივილის ხმა გავიგონეთ. დავინახეთ, ახალგაზრდა მამაკაცი მიწაზე იწვა. თურმე მშენებლობიდან გადმოვარდა. სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ უკვე გარდაცვლილი ყოფილა“, – აცხადებენ თვითმხილველები.
როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, მამაკაცი მშენებლობაზე დიდი ხანია მუშაობდა. კონკრეტულ ობიექტზე კი, დაახლოებით ერთი წელია.

„გუშინ შესვენებაზე სახლში ყოფილა მისული, უსადილია და წასულა. რამდენიმე საათში კი გადმოვარდნილა და დაღუპულა. შოკშია ოჯახიც და ჩვენც ყველა. მშრომელი, პატიოსანი ბიჭი იყო. კარგი შვილი, კარგი მამა, მეოჯახე, კარგი ნათესავი და მეგობარი. გამოძიება დაადგენს ალბათ, რა მოხდა“, – აცხადებენ ახლობლები.

პრაიმ ტაიმი