ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 4 იანვარს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში.
შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს “ოპელისა” და “მერსედესის” მარკის ავტომობილები შეეჯახა. რის შედეგადაც, ერთ-ერთი მანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
დაშავებულები ლაგოდეხის საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა გადაიყვანეს.
ავტოავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. ადგილზე პოლიცია და ექპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

