“მანქანა ხეს შეასკდა, ცოლი დაიღუპა” – ავარია ჭალადიდთან

"მანქანა ხეს შეასკდა, ცოლი დაიღუპა" - ავარია ჭალადიდთანხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. მანქანაში სამი პირი იმყოფებოდა, მათ შორის ცოლ-ქმარი. შემთხვევის შედეგად ცოლი ადგილზე დაიღუპა, ქმარი და კიდევ ერთი პირი დაშავდნენ.

დაშავებულები სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა სახის ტრავმებით ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

იპნ