მეუფე იაკობი – “ეკლესია ოპოზიციაზე გაცილებით მეტ ხალხს გამოიყვანს ქუჩაში”

მეუფე იაკობი - "ეკლესია ოპოზიციაზე გაცილებით მეტ ხალხს გამოიყვანს ქუჩაში"იმასაც გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ჩავერიოთ. მაგასაც მოვიფიქრებთ თუ ასე გააგრძელეს! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, დაღუპავენ საქართველოს ამ იწილო-ბიწილოში, – ასე შეაფასა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ჟურნალისტებთან საუბრისას.

„უფალსა და წმინდა ნინოს შევთხოვ, ქართველებს, აბსოლუტურად ყველას, გონიერება და გონიერი გული გვქონოდეს ყველასთან, გაგვეკეთებინოს ის, რომ საქართველო ამ უმძიმესი მდგომარეობიდან შედარებით მშვიდობიანად გამოგვეყვანოს ყველას ერთად, იმიტომ, რომ რასაც ვუყურებ, რთულ სიტუაციაში ვართ და თუ ერთობა გვექნება, ადვილად გამოვალთ და თუ ასე, საზოგადოების პოლარიზება იყო, ეს იქნება ძალიან ცუდი თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს აქ ვინც ვცხოვრობთ, იმათ ყველაზე მეტად გვიჭირს და ღმერთმა მოგვცეს ერთობა და ერთსულოვნება. ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული ეს პოლიტიკოსები პოლიტიკოსებად. სამწუხაროა, ამას რომ ვამბობ.

ოპოზიცია უნდა შევიდეს თუ არა პარლამენტში, ნება მაგათია, მაგრამ საერთოდ ასე ქუჩაში გამოტანა, ხომ ხვდებიან, რომ ქუჩაში იმდენი ძალა არ აქვთ, ხალხი ვერ გამოჰყავთ. წარმოიდგინეთ, ახლა ეკლესიას რომ დასჭირდეს და ხალხს დაუძახოს, მასე ცოტა ხალხი გამოვა? უბრალოდ საჭირო რომ იყოს და რომ ვთხოვო ხალხს, როგორ გგონიათ რამდენჯერ მეტი გამოვა? იმასაც გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ისე ჩავერიოთ, მაგასაც მოვიფიქრებთ თუ ასე გააგრძელეს! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება დაღუპავენ საქართველოს ამ იწილო-ბიწილოში,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კითხვაზე: შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას, მეუფემ აღნიშნა, რომ მარტო აღნიშნულს ვერც ერთი ძალა ვერ შეძლებს.

„ცალ-ცალკე ვერავინ შეძლებს, ვინც არ უნდა იყოს. არც პოზიციას და არც ოპოზიციას, პირადად მე როგორც ვუყურებ, ყოველი საქმის ბოლო დასაწისშივე უნდა ეძებოო და მე ვფიქრობ, ის არ იციან, მერე რა იქნება. ერთმანეთს დაეჯახენ, თითქოს სხვა საქართველო აღარ არსებობს. სხვა საქართველო უფრო დიდია, უფრო ჭკვიანია და უფრო გამოცდილია. თუ შევხედე, რომ ვერ იქცევიან, თუ გაინტერესებთ მესამე ძალა, გექნებათ მესამე ძალა!“- განაცხადა მეუფე იაკობმა.