მსახიობი მამუკა ლორია გარდაიცვალა

მსახიობი მამუკა ლორია გარდაიცვალა65 წლის მსახიობი მამუკა ლორია გარდაიცვალა – ინფორმაცია რუსთაველის თეატრში დაადასტურეს.

მამუკა ლორია 1965 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი.

რუსთაველის თეატრის სცენაზე მას არაერთი როლი აქვს განსახიერებული. გადაღებულია ფილმებსა და სერიალებში:

“ჩოლარა”, “მეხანძრის სიზმარი”, “შთამომავლობა”, “1001 რეპეტიცია”, “გარიგება”, “მიდი, ძმაო, მიდი”, “ჯართოსანი”,  “ლოლიტა”, “სახლი გარეუბანში”, “თვინიერი”, “თბილისო, თბილისო”,  “უნამუსო”, “ხსოვნა”,  “ყავა და ლუდი”,  “შუა ქალაქი”, “გენერალს წერილებს არავინ არ სწერს”, “გოგონა გარეუბნიდან”, “გააგრძელე საქართველოს ისტორია”, “37”, “უღვთოთა კავშირი”, “ჯეიმს ბონდი” და სხვა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მონაწილეობა სპექტაკლში “მაკბეტი”, რაც “ოქროს ნიღბითაა” აღნიშნული.

მთავარი