ოზურგეთის დედათა მონასტერში 8 კელია დაიწვა

ოზურგეთის დედათა მონასტერში 8 კელია დაიწვაშემოქმედის ეპარქიის ოზურგეთის რეზიდენციასთან არსებულ დედათა მონასტერში ხანძარი იყო. ცეცხლი გამთენიისას კელიებში გაჩნდა, მაშინ როცა მონაზვნები ცისკრის ლოცვაზე ტაძარში იმყოფებოდნენ.

დამწვარია 8 კელია, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და სიწმინდეები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

პირველადი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია.

“მთავარ არხთან” საუბრისას მონასტრის სასულიერო პირი, მამა დავითი ამბობს, რომ ხანძრის შედეგად საცხოვრებლის მეორე სართული განადგურდა, დაიწვა პირადი ნივთებიც.

“დილით ადრე, დედები ცისკრის მსახურებაზე იყვნენ გადასული, როცა გადმდიოდნენ საცხოვრებელ კერიებში დაინახეს ცეცხლი, სავარაუდოდ, ძველი ელექტროგაყვანილობის ბრალი იყო, დროულად მოხდა დაკავშირება სახანძრო სამსახურთან და მალევე ჩააქრეს. დაზიანდა მეორე სართული მთლიანად, პირველი სართული გადარჩენილია, შენობაში არავინ არ იყო, უბრალოდ, პირადი ნივთები განადგურდა”, – ამბობს მამა დავითი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დამწვარია დაახლოებით 200კვ.მეტრი ტერიტორია.