ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის პირის სიცოცხლე ესხვერპლა – ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და ბენზინმზიდი ავტომობილი დაეჯახნენ.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქ ავტომობილს 28 წლის ქალი მართავდა, ის სწრაფად მოძრაობდა და ბენზინგასამართი სადგურიდან გამომავალ სატვირთოს დაეჯახა, რის გამოც ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის შედეგად სატვირთოს მძღოლი არ დაშავებულა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

