რონალდუ მსოფლიო რეკორდსმენი გახდა

რონალდუ მსოფლიო რეკორდსმენი გახდა20 იანვარს რეჯო-ემილიაში “იუვენტუსმა” 2:0 დაამარცხა “ნაპოლი” და მეცხრედ დაეუფლა იტალიის სუპერთასს.

ანგარიში 64-ე წუთზე რონალდომ გახსნა, ხოლო 90+5-ე წუთზე ალვარო მორატამ მეორე გოლი გაიტანა. მწვრთნელის რანგში ანდრეა პირლომ პირველი ტურნირი მოიგო.

რონალდომ კარიერაში ყველა ტურნირზე 760 გოლი გაიტანა, იოზეფ ბიცანის რეკორდი დაამხო და მსოფლიოს რეკორდსმენი გახდა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, 757 გოლით მესამე ადგილზე პელეა.

“ნაპოლის”ნახევარმცველმა ლორენცო ინსინიემ მე-80 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მან კარიერაში “იუვესთან” შესრულებული სამივე თერთმეტმეტრიანი გააცუდა.

სპორტალი