დიდი დიღმის დახურულ ჯგუფში, ერთ-ერთი ადგილობრივი ვიდეოს აქვეყნებს და აღწერს იმ ვითარებას რაც მე-3 მიკრო რაიონში ხდება:
“გამარჯობა, დიდ დიღომში მე-3 მიკროში, სტრაბონის 30 ნომერში ხდება ეს, სად ხართ, ხალხნო, საძირკველს რომ გაცლიან და არ იმჩნევთ??? ეს არის წარმოუდგენელი რამ 390 კვადრატში 9 სართულიანი ხაფანგის აშენება უნდათ, კერძო სახლსა და კორპუსის ორ ყრუ კედელს შორის, ამ ჩიხში ორი მანქანა გვერდს ვერ უვლის ერთმანეთს და ამას უნდა ეწოდოს ქალქის განვითარება? პარკინგი არა, ეზო არა , ეს რა განვითარებაა, არა უსაფრთხოების ნორმები, ამათ შეიძლება წარმოუდგენელი ზიანი გამოიწვიონ ამ უკანონო მშენებლობით, მყიდველებიც დაზარალდებიან , ამ მშენებლობაზე დავა მიმდინარეობს სასამართლოშიც, თუმცა ვადები მოგეხსენებათ საუკუნეა საჭირო დავის დასამთავრებლად, ხო და დაიცავით თქვენი თავი თქვენ თვითონ!!!”