27 იანვარს ღამით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
დაღუპული ახალგაზრდა 16 წლის ვალერი ერკოშვილია.
ერკოშვილი მოჭიდავე და სხვადასხვა ტურნირების წარმატებული მონაწილე იყო. ძიუდოს კლუბ ” შილდას” სახელით, ახალგაზრდა საჭიდაო ტურნირებზე საპრიზო ადგილებსაც იკავებდა.
ავტომობილს, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი მართავდა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მძღოლი სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
პრაიმ ტაიმი

