თბილისის დინამომ ლივერპულის ყოფილი მცველი ალი სისოკო დაიმატა

თბილისის დინამომ ლივერპულის ყოფილი მცველი ალი სისოკო დაიმატათბილისის “დინამომ” ცნობილი ფრანგი მცველი ალი სისოკო დაიმატა.

33 წლის ფეხბურთელი დედაქალაქელებს თურქეთში უკვე შეუერთდა, სადაც “დინამო” მომავალი სეზონისთვის ემზადება.

სისოკოს კარიერის განმავლობაში არაერთ კლუბში უთამაშია. მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი 2013/14 წლების სეზონია, როდესაც “ლივერპულის” ღირსებას იცავდა.

სისოკოს ასევე უთამაშია “პორტუში”, “ლიონში”, “ვალენსიაში”, “ასტონ ვილაში”, პირეოსის “ოლიმპიაკოსში”, “მატალიასპორში”, ბოლოს კი თურქული “ანტალიასპორის” ღირსებას იცავდა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 17 დეკემბრის შემდეგ სისოკო მოედანზე აღარ გამოჩენილა, რადგან უგუნდოდ იყო.

სპორტალი