ვახო სანაიამ ფეისბუქში დაწერა:
“გარეჯი საქართველოა. ამაზე ვთანხმდებით.
ბერთუბანი გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში მდებარეობს.
ბერთუბანი საქართველოა ?
ვიმეორებ – გარეჯი საქართველოა. ბერთუბანი გარეჯის ნაწილია, ოღონდ რამდენიმე კილომეტრით აზერბაიჯანის ტერიტორიის შიგნითაა. ბერთუბანი საქართველოა ?
მესამედაც – ბერთუბანი დავით გარეჯის კომპლექსის განუყოფელი ნაწილია. შეგიძლიათ თუ არა თქმა, რომ ბერთუბანი აზერბაიჯანია?
აი მაინტერესებს, რას იტყვით ამაზე.”