ზესტაფონთან სახლი აფეთქდა – დედა-შვილი დაიღუპა

ზესტაფონთან სახლი აფეთქდა - დედა-შვილი დაიღუპაზესტაფონის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სოფელ საზანოში სახლში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რასაც აფეთქება მოჰყვა.

გარდაცვლილია ორი ადამიანი, 80 წლის დედა და 50 წლამდე შვილი, შვილიშვილი კი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

იპნ