ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირზე, კლინიკა “გულთან”, ველოსიპედით მოძრავ 43 წლის კაცს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპოვა გამოიწვია.

