ადა მარშანიამ პატრიოტთა ალიანსი დატოვა – “პოზიციათა სულ უფრო მზარდი განსხვავებების გამო”

ადა მარშანიამ პატრიოტთა ალიანსი დატოვა - "პოზიციათა სულ უფრო მზარდი განსხვავებების გამო"ადა მარშანიამ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” დატოვა. აღნიშნულის შესახებ ადა მარშანიამ ფესიბუქში დაწერა:

„ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ“.

ის აქვეყნებს წერილს, რომლითაც ალიანსის თავმჯდომარე დავით თარხან მოურავს მიმართავს.

“ბატონო დავით, პოზიციათა სულ უფრო მზარდი განსხვავებების გამო, გადავწყვიტე დავტოვო პარტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ” – წერს ადა მარშანია.

წერილი 2021 წლის 16 თებერვლითაა დათარიღებული.