აქციაზე „ლელოს“ წევრები საბა ბუაძე და ირაკლი კურაძე დააკავეს

აქციაზე „ლელოს“ წევრები საბა ბუაძე და ირაკლი კურაძე დააკავესპარლამენტის წინ აქციაზე „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე, ირაკლი კუპრაძე და პარტიის კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

ისინი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის და მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების წარდგენას აპროტესტებენ.

“ლელოს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი წარწერის გაკეთებას გეგმავდნენ, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.