“ქართულ ოცნებაში” მონასტერი აირევა და ხელისუფლებაც რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს“ – ვახტანგ ხმალაძე

“ქართულ ოცნებაში” მონასტერი აირევა და ხელისუფლებაც რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს“ - ვახტანგ ხმალაძეკონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე არ გამორიცხავს, “ქართულ ოცნებაში” მონასტერი აირიოს და ხელისუფლება იძულებული გახდეს რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს“.

როგორც ხმალაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, ყველაზე ოპტიმალური კომპრომისული გადაწყვეტილება იქნება, რომ რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს ჩატარდეს.

“ჯერჯერობით ეს ნიშნები უმნიშვნელოა, მაგრამ თუ ივანიშვილი მართლაც წავიდა პოლიტიკიდან, ეს ნიშნები გამოჩნდება – შიდა დაპირისპირებები შეიძლება გაღვივდეს და მაშინ იძულებულები იქნებიან, დანიშნონ.

დათმობა ოპოზიციის მხრიდან ის იქნება, რომ ახლავე არ ითხოვს რიგგარეშე არჩევნებს და ხელისუფლების მხრიდან ის იქნება, რომ დათანხმდეს რიგგარეშე არჩევნებს”,- განაცხადა ხმალაძემ.

გარდა ამისა, ხმალაძე გამოეხმაურა ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებას.

“გირაოს გადაცდის ვადა მელიას გაუვიდა გასული წლის დეკემბრის ბოლოს, ახლა არის თებერვლის დასაწყისი. პროკურატურას დღემდე ასეთი განცხადება არ გაუკეთებია.

“ქართული ოცნება” ცდილობს, ოპოზიციური პარტიები შევიდნენ პარლამენტში, იანვარშიც იყო გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ეს რომ არ გამწვავებულიყო, მანამდე პროკურატურამ არაფერი თქვა. ამ გადაწყვეტილების მიღება გაამწვავებს ვითარებას.

ფორმალურად მელიას დაპატიმრებისთვის აუცილებელია, პარლამენტმა ამის ნებართვა მისცეს პროკურატურას. რადგან მელია სარგებლობს პარლამენტის წევრის იმუნიტეტით. ე.ი. ან ეს ნებართვა უნდა მისცეს, ან უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტოს, მაგრამ უფლებამოსილებას მელიას კი არა, არავის უწყვეტენ. რას იზამენ გამიჭირდება თქმა. მე რომ ვხედავდე ხელისუფლების მოქმედებაში გონივრულობას, თანმიმდევრულობას, დასკვნას გავაკეთებდი, მაგრამ ამ ხელისუფლებას არაერთგზის გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომლითაც თავადვე მიუღია ზიანი და ასეთ დროს პროგნოზი შეუძლებელია”,- განაცხადა ხმალაძემ.