ბათუმში აქციის 11 მონაწილე დააკავეს

ბათუმში აქციის 11 მონაწილე დააკავესბათუმში, გმირთა ხეივანში საპროტესტო მსვლელობის 11 მონაწილე დააკავეს.

სამართალდამცველების განცხადებით, დაკავების მიზეზი​ პოლიცილის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა გახდა.

გამოძიება 173-ე მუხლით მიმდინარეობს.

„სრულიად მშვიდობიანი მსვლელობის მონაწილეები დააკავეს. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, პოლიციელები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რადგან მათ გამოხატვის თავისუფლებით ისარგებლეს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა.