ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
მოპედით მოძრავი 30 წლის ახალგაზრდა ბიჭი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

