პარლამენტის წევრი და პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, პოლიტიკურ მასხარაობას უწოდებს.
ელისაშვილი ოპოზიციის წევრებს და მათ შორის, ნიკა მელიას მოუწოდებს, რომ თუ მასთან რამე საკითხზე საუბარი სურთ, პირადად დაეკონტაქტონ.
“ჩვენთან პოლიტიკური პროცესი, სამწუხაროდ, არის მასხარაობა, რომელშიც ხიდად მეც ვარ ხოლმე ჩათრეული. საერთოდ არ მაინტერესებს რევოლუციაზე მოჯახირე ოპოზიციის გეგმები. თავზე საყრელი საქმე მაქვს, რამდენ ხალხს დავეხმარო და რამდენად გავიჭრა, არ ვიცი.
ვინმეს ჩემთან დაკავშირებით რამე წუხილი და ჭმუნვა თუ აქვს, ჩემი ტელეფონის ნომერი იციან. მელიამაც იცის, დანარჩენმა ოპოზიციამაც, დამირეკონ და პირადად გავცემ ყველას პასუხს. ტელეკამერებით ნუ მელაპარაკებიან, მადაგასკარში არ ვარ, აგერ ვარ თბილისში,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
რუსთავი 2

