ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია “საკუთარი ტყავის გადარჩენას” ცდილობს. ამის შესახებ მან “ენმ”-ის ოფისში, “მთავარ არხთან” საუბრისას თქვა.
“სწორი დრო შეარჩია საკუთარი ტყავის გადასარჩენად და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ როდესაც გემიდან ვირთხები გარბიან, ეს არის ინტუიცია მათი, როგორ შეიძლება ვირთხა შეაქო, ბოდიში – გახარიასთან არა, ვირთხებთან, რომ მათ ვადარებ, მაგრამ როგორ შეიძლება ამ ინტუიციის გამო შევაქოთ ადამიანი, რომ მან დატოვა საკუთარი გემი, რომელსაც ის სისხლით აშენებდა 4 წლის განმავლობაში.
ქვეყნის დამანგრეველ ადამიანს როგორ შეიძლება შევუქოთ სწორ დროს წასვლა იმის გამო, რომ ნიკა მელიაზე ხელი აუკანკალდა. ეს არის აბსოლუტური სიცრუე. ის ადამიანი საკუთარი ტყავის გადარჩენას ცდილობს. მაგრამ ის ვერ გაექცევა ვერცერთ მართმსაჯულებას”, – თქვა ბაჩანა შენგელიამ
ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ გახარია ია კერზაიას საქმეზე ადრე თუ გვიან პასუხს აგებს:
“სტრასბურში არის დღეს დედაჩემის საქმე და სანამ ცოცხალი ვარ, პირობას ვაძლევ, რომ ის დაჯდება განსასჯელის სკამზე და გასამართლდება. იმისთვის, რომ მეორე დედაჩემისნაირი საქმე არ განმეორდეს…”, – თქვა მან.
მთავარი

