პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, არარაობა და კრიმინალი უწოდა.
“ერთ-ერთი გამოკვეთილი დამნაშავე, კრიმინალი, არარაობა გვარამია გვევლინება მედიის მამად და ტელევიზიის დირექტორად. პროკურორი კაცი, რომლის დროსაც იმედის ძალადობრივი გზით დახშობა მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა. ამაზეა საუბარი, დღესაც აქ ვართ, სად გვინდა, რომ ვიყოთ ხვალ?”, – თქვა ღარიბაშვილმა.
მანვე ნიკა მელიაზე ისაუბრა.
“ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს კრიმინალი გამოაცხადეს ახლა პარტიის თავმჯდომარედ და გვეუბნებიან, რომ მძიმე დანაშაულისთვის – ვგულისხმობ პარლამენტზე შტურმს – თურმე არ უნდა შევეხოთ. რომელ ქვეყანაში გინახავთ, ასეთი ტიპის მძიმე დანაშაულებისთვის ადამიანებს ინდულგენციებს აძლევდნენ? როდის ყოფილა, რომ პოლიტიკური პარტია გამხდარა ასეთი კრიმინალების თავშესაფარი?”, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
მთავარი

