ლანჩხუთში. აცანა-მამათის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
გურიანიუსის ცნობით, ავარიის დროს დაღუპული მძღოლი, 50 წლამდე მამაკაცი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი იყო. სხვადასხვა დროს მას შევარდნაძისა და სააკაშვილის დაცვაში აქვს ნამუშევარი.
როგორც „პრაიმტაიმს“ დაღუპული სოსო კილაძის ახლობელმა უთხრა, გადავარდნის შემდეგ მამაკაცს ღვედი ვერ გაუხსნია.
“გადავარდნის მერე უწვალია, მაგრამ ღვედი ვერ გაუხსნია, მეუღლეც ეხმარებოდა თურმე, მაგრამ ვერ გამოიხსნა და დაღუპულა საწყალი. ცოლ-შვილი კარგადაა, უკარგესი კაცი წავიდა ჩვენგან, დიდი ტრაგედია მოხდა”.
ავარისს შემდეგ სოსო კილაძის მეუღლე, და 3 არასრულწლოვანი შვილი ლანჩხუთის “მედალფას” კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს.
მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.

