ირაკლი ქადაგიშვილი – “სააკაშვილმა აჯანყების მიმართვა გამოაქვეყნა”

ირაკლი ქადაგიშვილი - "სააკაშვილმა აჯანყების მიმართვა გამოაქვეყნა"მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა ფაქტობრივად აჯანყების მიმართვა, ეგ არის პოლიტიკური ბაცილა ეროვნული სახელმწიფოს სხეულში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, რითაც სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა მათი არსებობის განმავლობაში ვერასდროს მიიღეს არჩევნების გზით ხელისუფლება, მათ შორის” “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში რევოლუციით მოვიდა და არა არჩევნებით, თორემ 2003 წელს არჩევნებში სულ სხვა პროცენტი ჰქონდა მიღებული, ამის შემდეგაც მათ მიერ ჩატარებული არჩევნები იყო ისეთი, რომელსაც ლეგიტიმაციის დაბალი ხარისხი ჰქონდა. დამარცხდნენ 2012 წლის და შემდგომ არჩევნებშიც. ვერც ამ არჩევნებში გაიმარჯვეს და ერთადერთი, რაც მათ სწორ გზად მიაჩნიათ, ეს არის რევოლუციის გზა.

რევოლუცია, რომელიც გამოიხატება თავიდან ბოლომდე სახელმწიფო ინსტიტუტების ტოტალურ ნგრევაში, მოსახლეობის დაპირისპირებაში და ქვეყნის არევაში. ის, რომ კოვიდის რეგულაციები უნდა დავიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული. ანუ, ისინი ყველაფერს არღვევენ იმისათვის, რომ რამენაირად თავიანთი პოლიტიკური მიზანი მიღწეული იქნას სრულიად არაკანონიერი გზით.

დროზე არის ხოლმე ღონისძიებები გასატარებელი, იმისათვის, რომ ეს ბაცილა, კოვიდის პარალელური ბაცილა, პოლიტიკური კოვიდი, რომელსაც ავრცელებენ, დროზე აღიკვეთოს. იმიტომ, რომ არ არის კარგი, როდესაც მოქალაქეებს ასე, კანონის დარღვევისკენ თვითონ პოლიტიკოსები მოუწოდებენ. აქ, რომელ პოლიტიკაზე და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი? ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკოსებმა არჩევნების შემდეგ, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი რაიმე პრობლემის გარშემო საკითხი ერთხელაც არ დასვეს. ძირითადად ლაპარაკია, როგორ აიცილონ თავიდან პასუხისმგებლობა და ლაპარაკი აქვთ იმაზე რამდენ პროცენტიანი უნდა იყოს ბარიერი, იმისთვის რომ თვითონ კომფორტულად მოხვდნენ პარლამენტში. იცით, ვინ არის პოლიტიკური ბაცილა? ის, ვინც მოუწოდებს…

მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა, ფაქტობრივად, აჯანყების მიმართვა, ეგ არის პოლიტიკური ბაცილა ეროვნული სახელმწიფოს სხეულში”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

იპნ