შემზარავი შემთხვევა კახეთში, ერთერთ სოფელში: 30 წლამდე კაცმა 10 წლის გოგოზე იძალადა. ბავშვზე ძალადობა, სავარაუდოდ, მისსავე სახლში, სხვა არასრულწლოვანთა თვალწინ მოხდა. სავარაუდო მოძალადე დაკავებულია. როგორც შსს-შინ აცხადებენ, დაკავებულს სხვა დანაშაულისთვისაც ედავებიან.
დაკავებულის ოჯახში 30 წლის კაცის მხრიდან ძალადობას გამორიცხავენ. “ჯერ მაგას დამტკიცება უნდა, დარწმუნებული ვარ, უდანაშაულოა”, – ამბობენ დაკავებულის ახლობლები.
იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულს ბრალი დაუმტკიცდება, მას 15 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
მთავარი