„ოცნების“ წევრი, დეპუტატი ლადო კახაძემ ტვ „ფორმულასთან“ ოპოზიციის მისამართით განაცხადა:
„ჩვენ დღესაც დიალოგის მომხრენი ვართ. ვეუბნებით, აგერ ბატონო მაგიდა, დასხედით და არჩევნებზე რომ გაიძახით გაყალბდაო, დაამტკიცეთ. გვეუბნებიან, როგორ, ფაქტებიო… ბიჭოო, ვეუბნები, თუ გული გულობს, ფარაონების სიკვდილის მიზეზს ადგენენ 3 000 წლის წინ და შენ რატომ არ გინდა სამართლებრივი გზით იარო? იციან ერთი რამე, პოლიტიკურ ველზე ერთმა პარტიამ, მე ამ პარტიას დესტრუქტორ პარტიას ვეძახი, მთლიანად შთანთქა ოპოზიციური ველი.
ჩვენ გვინდოდა, ოპოზიციაში გამოჩენილიყვნენ ახალი ძალები და 8 პარტიას გავუღეთ კარები, მაგრამ იმათ თავის მომავალზე უარი თქვეს და მთლიანად შეერთნენ ნაციონალურ მოძრაობასთან“, – თქვა ლადო კახაძე.

