მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა – მარტვილში 1 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა

მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა - მარტვილში 1 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდამარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში, ნახუნაოდან დიდი ჭყონისკენ მიმავალი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შემდეგაც აალდა.

მანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მგზავრი დაშავდა და ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცლის მოსპობა გამოიწვია.