მასობრივი ავარია ქარელი-გორის მონაკვეთზე – 15 მანქანა დაიმტვრა

მასობრივი ავარია ქარელი-გორის მონაკვეთზე - 15 მანქანა დაიმტვრათბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ქარელი-გორის მონაკვეთზე მომხდარი მასობრივი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ავტომობილი დაზიანდა და რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა. ამ დროს მაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა შეჯახების თავიდან ასაცილებლად მანევრირება სცადეს, თუმცა, ლიპყინულის გამო, რამდენიმე ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა 15-მდე ერთეული ავტომანქანა, რამდენიმე ადამიანმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

შემთხვევის შედეგად ავტობანზე მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეფერხდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

იპნ