მელიას დაპატიმრებისთვის პროკურატურამ პარლამენტს მიმართა

მელიას დაპატიმრებისთვის პროკურატურამ პარლამენტს მიმართანაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებისთვის გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს მიმართა. იმის გამო, რომ მელია ოფიციალურად პარლამენტის დეპუტატია, მას იმუნიტეტი იცავს.

გენერალურ პროკურატურამ პარლამენტის თანხმობა სჭირდება იმისთვის, რომ გირაოს აღკვეთის ღონისძიება უფრო მკაცრით, პატიმრობით შეცვალის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართოს.

5 თებერვალს, გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პირობების შესრულებისთვის ერთკვირიან ვადას აძლევენ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე მიმართავდა.