„მისტერ ვალენტინი“ წელს 26 თებერვალს ჩატარდება – ამის შესახებ პროექტის დამფუძნებელმა, გიორგი მასხულიამ „პრაიმამბებთან“ განაცხადა.
„კონკურსი თბილისში ჩატარდება, 15 კონკურსანტი დავტოვეთ დანარჩენი დაიცხრილა. ახლა კიდე ველოდებით 12 რიცხვამდე გრძელდება ქასთინგი“,- ამბობს გიორგი მასხულია.
როგორ დაითანხმე ზურა ყიფშიძე და ეკა ბესელია ჟიურის წევრები რომ გამხდარიყვნენ?
– ზურა ყოველთვის მეგობრობს ჩვენთან და ჩვენ ვთანამშრომლობთ. ეკაც ყოველთვის ჩემს გვერდით არის, ვმეგობრობთ. ნათესაური კავშირი არ გვაქვს, უბრალოდ წარმოშობით სენაკელია და წლებია ვიცნობთ ერთმანეთს. ასევე ჟიურიში იქნება თამუნა ამონაშვილი და ეკა კვალიაშვილი.
პრაიმტაიმი