ნიკა მელია მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის დატოვებას და პოლიტიკურ აქტივობებში ჩართვას გეგმავს. ამის შესახებ პოლიტიკოსი ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ესაუბრა.
“ვმუშაობ, ვცხოვრობ, მანამდეც არაერთი ღამე გამითენებია მე ამ ოფისში, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ნორმალურად იმუშაო. ვითარება არ არის ორდინალური, რაღა დაგიმალოთ, ტყუილს რატო გაკადრებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მივიღებ მონაწილეობას იმ აქტივობებში, რომელიც გაიმართება ოფისის მიღმა… არამარტო რუსთაველის აქციაზე, იქნება ეს გლდანი, თბილისის სხვადასხვა რაიონები, ვაპირებ უახლოეს დღეებში მივიღო მონაწილეობა ფიზიკურად. ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობას, შაბათს პანაშვიდზეც უნდა მივიდე აუცილებლად. ოფისიდან გასვლას ვაპირებ და ამას ვერავინ დაუდგება წინ, ღარიბაშვილი თუ ფარცხალაძე, ვინც არ უნდა დაინიშნოს…” – თქვა ნიკა მელიამ.

