პარლამენტის ვიცე-სპიკერი ოპოზიციიდან ავთანდილ ენუქიძე გახდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ოპოზიციიდან ავთანდილ ენუქიძე გახდაპარლამენტმა ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე ავთანდილ ენუქიძე აირჩია. ენუქიძეს ვიცე-სპიკერის პოსტზე 82 ხმით დაუჭირეს მხარი. ენუქიძის კანდიდატურა პარლამენტს “პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით გასულმა დეპუტატებმა წარუდგინეს.

ცნობისთვის, რეგლამენტით პარლამენტის თავმჯდომარეს ხუთი მოადგილე ჰყავს, რომელთაგან ორი ოპოზიციის კვოტით ინიშნება.

იპნ