პარლამენტმა ღარიბაშვილის მთავრობა დაამტკიცა – 89 მომხრე, 2 წინააღმდეგი

პარლამენტმა ღარიბაშვილის მთავრობა დაამტკიცა - 89 მომხრე, 2 წინააღმდეგიპარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირა. ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით სამთავრობო შემადგენლობას 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 2 იყო.

სამთავრობო გუნდში ორი ახალი სახეა – თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე.