მამუკა გამყრელიძისთვის გაუგებარია, რატომ ამბობს ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს. ამის შესახებ ის “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს:
– იცით, რა არის ჩემთვის ყველაზე უცნაური? 36 დეპუტატი უნდა გასულიყო გაერთიანებული ოპოზიციის – ძალა ერთობაშიას სიით. რა არგუმენტი აქვთ ახლა ამის საპირწონედ, რომ გაგვიყალბეს და ამიტომ არ შევდივართ?!
– დადის ხმები, რომ ნაცმოძრაობის სიიდან აპირებენ შესვლას. დაუშვებს ამას ნაცმოძრაობა?
– იქ არ არის მარტო ნაციონალურ მოძრაობა, ძალა ერთობაშიას სია იყო გაერთიანებული. იქ რამდენიმე პარტია იყო და უფრო კოალიციიდან შევლენ. არც იმას გამოვრიცხავ, პარტიიდანაც შევიდეს ვინმე. ჩემთვის ძალიან რთული წარმოსადგენია ქუჩის ორატორებად სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე. ბევრად ადვილი წარმოსადგენია მათი გამოსვლები პარლამენტში.
– სულ იყო საუბარი, რომ გოცირიძე და სამადაშვილი შესვლის მომხრეები იყვნენ, მაგრამ უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ასეა?
– როდესაც იწყებენ შენს ბულინგს, უკვე გამბედაობის მომენტია და, როგორც ჩანს, ამის გამბედაობა ბევრს არ ეყო. თორემ დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ იქნებოდა ხალხი, რომელიც იტყოდა, ჯობია, შევიდეთ. მარტო მე ხომ არ მომდის ასეთი აზრები თავში? იქ ჩემნაირად სხვებიც ფიქრობდნენ. თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შეიკრიბა პარლამენტში და საარჩევნო სისტემა არ შეიცვალა, ისე ამ ყველაფერს აზრი არ აქვს.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა